პროექტები და ღონისძიებები

V-3 კლასის პროექტი ''My Story''        
















VI-2 & VI-3 კლასების პროექტი ''Dish Recipes''



















  ექსტრემალური სპორტი
1.პროექტის სახელი: ექსტრემალური სპორტის სახეობები
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ექსტრემალური სპორტის სახეობების შესახებ. გამოიკვლევენ რამდენად იცნობენ სპორტის ამ სახეობებს თავიანთი თანატოლები და პოპულარიზაციას გაუწევენ, როგორც სპორტის ამ სახეოებს, ასევე, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღ წესს.
3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება სპორტული აქტივობებისადმი
4.პროექტის მიზანი: მოსწავლეები დაინტერესდნენ სპორტული აქტივობებით. მიიღონ ამ თემასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაცია. გადაამუშაონ და გამოიყენონ ინფორმაციულ-საკომუნოკაციო ტექნოლოგიები
5.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ექსტრემალურ სპორტთან დაკავშირებით. მოახდენენ მის ანალიზსა და კლასიფიკაციას. განასხვავებენ ტრადიციულ და ექსტრემალური სპორტის სახეობებს. წარმოადგენენ ცხრილის სახით. შეიტყობენ პირველი ექსტრემალური სპორტის წარმოშობის ისტორიას. შეადგენენ კითხვარს და გამოკითხვას ჩაატარებენ თავიანთი სკოლის 8-10 კლასის მოსწავლეთა შორის. გამოკითხვის შედეგებს წარმოადგენენ დიაგრამის სახით. შექმნიან პოსტერებს. შეადგენენ quiz-ს, რომელსაც ჯგუფებს შორის შეჯიბრისთვის გამოიყენებენ. დაამზადებენ საინფორმაციო-სარეკლამო სახის ბუკლეტებს და დაარიგებენ სკოლაში. შექმნიან ფოტოალბომს და ვიდეო მასალას, პრეზენტაციას წარმოადგენენ პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე.
6. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-12 წელი. მე- 6 კლასის მოსწავლეეები
7. ვადები/ხანგრძლივობა: 3-4 კვირა
8. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები განიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტქნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას. 
9. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფურცლები, ფერადი ფანქრები, ქაღალდები, მარკერები
10. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, პრეზენტაციებს, კითხვარებს, ბუკლეტებს. 
11. სარგებელი სხვებისთვის: მოხდება სპორტისა და, ზოგადად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ბლოგში განთავსებით), ასევე, გამოუმუშავდებათ პრეზენტაციების გამართვის უნარი.
12. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
13. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სპორტი, ისტკვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება. მოსწავლეები გაიუმჯობესებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარებს (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, ბლოგში განთავსებით), ასევე, გამოუმუშავდებათ პრეზენტაციების გამართვის უნარი.
14. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა აბულაშვილი, ინგლისური ენის პედაგოგი 
15. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: irma.abulasvili5@gmail.com


2 comments:

  1. საინტერესო პროექტია. გისურვებ წარმატებებს!

    ReplyDelete